უპირატესობები

სამონადირეო ობიექტები

გარეული ტახი, ხოხობი, ველური ცხოველები

რეინჯერები

ნადირობა მიმდინარეობს პროფესიონალი რეინჯერების დახმარებით

აღჭურვილობა

ჩვენთან დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი ნადირობისთვის

„ნადირული“ – სამონადირეო მეურნეობა საქართველოში.

ნადირული – სამონადირეო მეურნეობაა საქართველოში, სადაც ბუნების მოყვარულებს უნიკალური თავგადასავლები ელოდებათ. ნაკრძალი განლაგებულია საქართველოს ულამაზეს რეგიონში კახეთში და დაახლოებით 1000 ჰექტარს ფართობს მოიცავს.

ნადირული გთავაზობთ აქტივობების ფართო არჩევანს: გარეულ ღორზე ნადირობა, თევზაობა სუფთა ტბებში, სროლა, ცხენით და ველოსიპედებით გასეირნება. თითოეული აქტივობა დაგეგმილია ისე, რომ შეესაბამებოდეს როგორც გამოცდილი მონადირეების, ასევე დამწყები ბუნების მოყვარულების ინტერესებს.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა მხოლოდ უსაფრთხო და საინტერესო ნადირობის გამოცდილება, არამედ დავიცვათ ბუნება და ველური ფაუნა. ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი განვითარების პრინციპებით, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ბუნებრივი რესურსები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მდიდარი ეკოსისტემის დაცვა მომავალი თაობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ ახალ თავგადასავლებს, სადაც ბუნება, ველური ლანდშაფტი და დაუვიწყარი მომენტები გელოდებათ.