ნადირული გთავაზობთ, მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს, რომელიც ყველა ტიპის თავგადასავლების მაძიებლისთვის საინტერესო იქნება. თუ თქვენ გიყვართ ნადირობა, თევზაობა, ველოსიპედებითა და ცხენებით გასეირნება ან უბრალოდ ბუნებაში ყოფნა, ჩვენ გთავაზობთ დაუვიწყარ გამოცდილებას საქართველოს ულამაზეს ბუნებაში.

გარეულ ღორზე ნადირობა
ნადირულში შესაძლებელია გარეულ ღორზე ნადირობა გამოცდილი გიდების თანხლებით. ნადირობა მიმდინარეობას მარეკებისა და ძაღლების დახმარებით. ნაკრძალში დაგხვდებათ სრული აღჭურვილობა და ნადირობისთვის საჭირო სამოსი. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი მონადირე ხართ თუ მოყვარული, ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო და წარმატებულ ნადირობას.

ხოხობზე ნადირობა
ნადირულში შესაძლებელია ხოხობზე ნადირობა გამოცდილი გიდების თანხლებით. ნადირობა მიმდინარეობას ძაღლების დახმარებით. ნაკრძალში დაგხვდებათ სრული აღჭურვილობა და ნადირობისთვის საჭირო სამოსი. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი მონადირე ხართ თუ მოყვარული, ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო და წარმატებულ ნადირობას.

თევზაობა
თუ მშვიდი აქტივობა გსურთ, ნადირულის ტბები იდეალური არჩევანია. ნაკრძალის ტერიტორიაზე 5 ტბა მდებარეობს, რომელიც დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ტბებში ბინადრობენ შემდეგი სახეობის თევზები: ლოქო, კალმახი, კობრი, ამური, საზანი. თევზაობისთვის ყველა საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა ნაკრძალში დაგხვდებათ.
ნადირულიში ყოველი წამი სავსეა ახალი აღმოჩენებით და დაუვიწყარი ემოციებით.